ტრანსფერის მცდელობა - მან. იუნაიტედს ჟოან გარსიას ყიდვა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ესპანიოლის“ მეკარის, ჟოან გარსიას ტრანსფერისთვის ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ Sun-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა ანდრე ონანას შემცვლელს ეძებს.
გარსიას კონტრაქტში გამოსასყიდის ღირებულება 24,6 მილიონი ევროა. 23 წლის ესპანელმა გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა, „ესპანიოლთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ონანა შესაძლოა დიოგუ კოშტათი შეცვალონ.
შეგახსენებთ, რომ ანდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2023 წლის ივლისიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე კამერუნელი გოლკიპერის საბაზრო ღირებულება 32 მილიონი ევროა.