„ტექნიკური, ძლიერი და დრიბლინგში კრეატიული“- სუშიჩი კვარაცხელიაზე
ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, საფეტ სუშიჩმა L’Equipe-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ძალიან კარგი შენაძენია.
„მისი ადაპტაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. კვარა ნამდვილად ძალიან ტექნიკური და და ძლიერია, განსაკუთრებით დრიბლინგში კრეატიულობის წყალობით. რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ისაა, რომ ის ეგოისტი არ ჩანს - როდესაც ხედავს გადაწყვეტილებას, არასდროს ყოყმანობს პასის გაკეთებას. გოლების ნაკლებობა? სხვებიც არიან, ვისაც გოლები გააქვთ. კვარაცხელია არ არის ისეთი თავდამსხმელი, რომლისგანაც სეზონზე 30 გოლს უნდა ელოდო. ის სხვა ამპლუაშია და უკვე სასარგებლო“, - თქვა სუშიჩმა.
ცნობისთვის, პარიზული კლუბის მაისურით ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე 20 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მომდევნო მატჩს კვარაცხელიას გუნდი დღეს, „ნიცას“ წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.