ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

თოფურიას მსგავსად - ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი მახაჩევმაც დაიწყო

ორი დღის წინ, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მომდევნო ჩხუბისთვის მოსამზადებელი კემპის დაწყების შესახებ დაწერა.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, რომელიც UFC-ისთან და თოფურიასთან დაახლოებული პირია, ამჯერად წერს, რომ მოსამზადებელი კემპი ისლამ მახაჩევმაც დაიწყო.

„ვადასტურებ, რომ ისლამ მახაჩევმა მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი დაიწყო“.

- წერს კოლმენერო.

28 წლის ილია თოფურია უდიდესი ალბათობით თავის მომდევნო ბრძოლას 29 ივნისს, ლას ვებასში UFC 317-ზე გამართავს. მისი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა ან ისლამ მახაჩევი იქნება.

ამჟამად გასარკვევია, მახაჩევი ბრძოლას 70კგ-ში ჩაატარებს თუ ერთი დივიზიონით ზევით გადაინაცვლებს.

მათთან ერთად დაბრუნებისთვის ემზადება ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირაც. ბოლოს მან ნოემბერში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.

ყველაზე მოსალოდნელი სცენარით, ილია თოფურია ოქტაგონზე 29 ივნისს, ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანიამ აღიარა, რომ პერეირასთან ჩხუბის წინ, ფსიქოდელიური სოკო მიიღო
ადესანიამ აღიარა, რომ პერეირასთან ჩხუბის წინ, ფსიქოდელიური სოკო მიიღო