ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, მარიამ ჭანტურია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე დღეს 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, მედლებისთვის ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზებს.

კერძოდ, დღეს ტატამიზე გამოვლენ:

მარიამ ჭანტურია -70
ტატო გრიგალაშვილი -81
ლუკა მაისურაძე -90
გიორგი ჯაბნიაშვილი -90

ტატო გრიგალაშვილი მეორე წრიდან იასპარეზებს. ის პოლონელ პაველ დრზიმალსა და უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლუკა მაისურაძის პირველი მეტოქე მოლდოველი მიხაილ ლატისევი იქნება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი ფინელ არტურ კანევეცს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, ის პირველ ორთაბრძოლას პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო
დასანანი მარცხი | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო