გოგლიჩიძის 45 წუთი - ემპოლი ბოლონიასთან დამარცხდა
იტალიის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში კი (პირველი შეხვედრა 0:3) 1:5 დაფიქსირდა.
„ბოლონია“ წყვილში აშკარა ფავორიტი იყო და ყველაფერი პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტეს. დღევანდელ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე ფაბიანის გოლით გახსნეს. 33-ე წუთზე კოვალენკომ გაათანაბრა.
მეორე ტაიმში მარიანუჩის ნაცვლად მოედანზე გოგლიჩიძე გამოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ შეფასების სახით 6.5 მიიღო.
მასპინძლებმა საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე ტის დალინგას გოლით დააფიქსირეს.
ვინჩენცო იტალიანოს გუნდი თასის ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება, რომელმაც თანაქალაქელ „ინტერს“ 3:0 მოუგო. ფინალური მატჩი 14 მაისს რომში გაიმართება.