ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

„ახლა უკვე ჩემი დროა“ | ბორენა ცერცვაძე PFL-ში დებიუტისთვის ემზადება

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცვაძე PFL-ში პირველ ორთაბრძოლას 24 მაისს გამართავს. ცერცვაძე პოლონელ მებრძოლს, პაულინა ვიშნიევსკას დაუპირისპირდება და მოახლოებულ ჩხუბთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

„PFL მსოფლიოს რიგით მეორე ორგანიზაციაა. ეს ბრძოლა ჩემთვის შანსი, გამოცდილება და კარიერული ნახტომია. ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის, ამ ყველაფრისთვის კი შრომაა საჭირო. ვიმედოვნებ, ამ ბრძოლისთვის მოვემზადები ისე, რომ უკვე გალიაში შესული ჩემს გულშემატკივარსა და საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას მივანიჭებ.

იმედი მაქვს, უფალი ისურვებს რომ ეს ბრძოლა მოვიგო და თავაწეული გამოვიდე ოქტაგონიდან. ჩემთვის დიდი პატივია, ისეთ მებრძოლთან შეხვედრა, როგორიც პაულინა ვიშნიევსკაა. თუმცა მიყვარს გამოწვევები, მერე რა რომ, ჩემზე მეტი ბრძოლა აქვს მოგებული, ამ ჩხუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვფიქრობ, წარმატების მიღწევის შანსებიც მაქვს. რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება არ გამაჩნია მასთან, პირიქით ძალიან დიდ პატის ვცემ, თუმცა ბოდიში ახლა უკვე ჩემი დროა“.

ცნობისთვის, ვიშნიევსკას კარიერაში 5-დან ყველა ორთაბრძოლა მოგებული აქვს. 3-ჯერ მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, ორჯერ კი ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ