ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ადესანიამ აღიარა, რომ პერეირასთან ჩხუბის წინ, ფსიქოდელიური სოკო მიიღო

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ, ფსიქოდელიური ნივთიერებების მოხმარება აღიარა.

კერძოდ, ნიგერიელმა თქვა, რომ ალექს პერეირასთან ჩხუბის წინ, მან ფსიქოდელიური სოკო მიიღო.

„მე ძალიან მომწონს ფსიქოდელიკები. მაიამიში, ალექს პერეირასთან მესამე ჩხუბის წინ, აბაზანაში სოკოს 3 მიკრო დოზა მივიღე, რაც უკეთესად კონცენტრირებაში დამეხმარა, სულ სხვა შეგრძნება მაქვს ჩხუბის დროს. თავს ისეთ დონეზე ვგრძნობდი, რაც მანამდე არ მიგრძნია“, - თქვა ადესანიამ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ბოლოს UFC Fight Night 250-ზე იჩხუბა და ნასურდინ იმამოვთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობა კომპეტენტური ადამიანისგან - მახაჩევი ტიტულს თოფურიასთან არ დაიცავს
ცნობა კომპეტენტური ადამიანისგან - მახაჩევი ტიტულს თოფურიასთან არ დაიცავს