ცოტნე ფაცაცია, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

იბერია 1999-მა ქულები დაკარგა | დილამ და ტორპედომ მოიგეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიხსნა, სადაც „თელავი“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

„იბერია 1999“-ისგან განსხვავებით, ქულები არ დაკარგა „დილამ“. გორელები სტუმრად „გარეჯს“ ეთამაშნენ და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ჟან-მარკ ტიბუეა.

მე-10 ტურის პირველი სათამაშო დღე ქუთაისში დაიხურა. „ტორპედომ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და „გაგრა“ 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში იმერლებმა, 28-ე წუთზე, ბიორნ იონსენის გოლით გახსნეს. 72-ე წუთზე, ვანდერსონ სილვამ გაათანაბრა, 89-ეზე კი ცოტნე ფაცაციას ჯარიმამ „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.

ცნობისთვის, „ტორპედომ“ 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. „იბერია 1999“ კვლავინდებურად დაუმარცხებელია და ჩემპიონატის ლიდერია, „დილა“ კი 20 ქულით მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | დავითაშვილს თურქული კლუბი აკვირდება
ახალი მსურველი გამოუჩნდა | დავითაშვილს თურქული კლუბი აკვირდება