ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამი საერთოდ სხვა დონეზეა“ | ევლოევი თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბზე

UFC-ის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ევლოევის თქმით, მახაჩევი საერთოდ სხვა დონეზეა და მასთან წაგების შემთხვევაში, „ლეგენდას“ ჩამოწერა არ შეიძლება.

„თუ თოფურია მახაჩევთან დამარცხდება, ეს არაფერს წაართმევს, რადგან ისლამი საერთოდ სხვა დონეზეა. მახაჩევი ფიზიკურად უფრო დიდია, ჩემპიონია და Pound for pound რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მასთან წაგებაში სამარცხვინო არაფერია და თოფურიას ჩამოწერა მხოლოდ იმიტომ, რომ მახაჩევთან დამარცხდა, დიდი სისულელეა.

თოფურია, ჩემთან მიმართებით, არასაჭირო რაღაცებს ამბობდა. ამას აკეთებდა არა იმიტომ, რომ ცუდი დამოკიდებულება აქვს ან რამის დამტკიცება უნდოდა, უბრალოდ, ტვინი არ გააჩნია. ამას საკუთარ თავზე არ ვიღებ. ბევრი მებრძოლია, რომლებზეც თოფურიამ იგივე თქვა და მასთან ჩხუბს სიამოვნებით დავთანხმდები“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე მოვსარი იქნებოდა, მაგრამ თავად ევლოევი ამბობს, რომ UFC-ის არ სურს, სატიტულო ჩხუბი მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ
„ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს გაგრძელებას არც განვიხილავდი“ - გრიგალაშვილის ინტერვიუ