დანი ოლმო, პაუ ვიქტორი
Aa
Aa

ოლმოსა და ვიქტორის საგა - საქმე ეროვნულ სასამართლოს გადაეცა

დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის საქმე ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში განიხილება. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

2 აპრილს ლა ლიგამ გამოაქვეყნა ინფორმაცია კატალონიელთა პრობლემების შესახებ, რომელიც ფინანსურ ფეარ პლეის უკავშირდებოდა და განაცხადა, რომ კლუბს არ ჰქონდა საფუძველი ოლმო და ვიქტორი დაერეგისტრირებინა.

თუმცა, უმაღლესმა სპორტულმა საბჭომ (CSD) მოგვიანებით დაამტკიცა, რომ კლუბს ყველაფერი კანონიერად ჰქონდა და ფეხბურთელებიც დარეგისტრირდნენ. ამის საპასუხოდ ლა ლიგამ მორიგი საჩივარი შეიტანა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელმაც უარყო მოთხოვნა მოთამაშეთა რეგისტრაციის შესახებ CSD-ის გადაწყვეტილების დროებით შეჩერების შესახებ, აღიარა, რომ მას ამ საკითხზე იურისდიქცია არ აქვს. საქმე გადაეცა ეროვნულ სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა საამისოდ საჭირო ინფორმაციას სრულად აითვისებენ, შემდეგ კი თარიღი ჩაინიშნება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ოლმოსა და ვიქტორის რეგისტრაციის საკითხი ამ კვირაში გადაწყდებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საქმე ზემდგომ ორგანოში გადავიდა, გადაწყვეტილების მიღებას მეტი დრო დასჭირდება. ამგვარად, დიდი ალბათობით, ფეხბურთელები შეძლებენ ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის „რეალთან" თამაშს და სეზონის ლა ლიგაში დასრულებას.

„ბარსელონა“ საბოლოოდ თავისას მაინც გაიტანს, რადგან ზაფხულში უკვე კლუბს ახალი ფინანსების მოზიდვა და დამტკიცება შეეძლება. სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ტრანსფერით სამივე მხარემ იხეირა“ - Mundo Deportivo კვარაზე
„ამ ტრანსფერით სამივე მხარემ იხეირა“ - Mundo Deportivo კვარაზე