ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინ შეცვლის ვინისიუსს, თუ ის რეალს დატოვებს - რას წერს Athletic-ი

ვინისიუს ჟუნიორის წასვლის შემთხვევაში, მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ერლინგ ჰოლანდი გახდება. ამის შესახებ Athletic-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სამეფო გუნდი ნორვეგიელი ფეხბურთელით ჯერ კიდევ მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლამდე იყო დაინტერესებული.

მანამდე Athletic-მა დაწერა, რომ ვინისიუსი „რეალში“ საკუთარი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, რის გამოც კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

წლევანდელ ლა ლიგაში ბრაზილიელი ვარსკვლავი შარშანდელივით შედეგიანად ვეღარ გამოიყურება, რაც მას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებს კიდევ უფრო უმცირებს - „რეალის“ მეშვიდე ნომრის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 11 გოლი და 5 საგოლე პასია.

რაც შეეხება ერლინგს, 2022 წლიდან მოყოლებული მამ „მანჩესტერ სიტიში'' 138 მატჩი ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა.

კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ (2022-23, 2023-24) და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2022-23) მოიგო. ასევე, გასულ ორ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2022-23 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო, გასულ სეზონში - 27 გოლი.

Transfermarkt-ზე ნორვეგიელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს