ლესტერი, ჯეიმი ვარდი
Aa
Aa

13 წლის შემდეგ, ჯეიმი ვარდი ლესტერს ტოვებს

„ლესტერის“ კაპიტანმა, ჯეიმი ვარდიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

38 წლის თავდამსხმელმა, რომელიც „ლესტერში“ 2012 წლიდან თამაშობს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, თავის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა.

„ისე დიდხანს ვიყავი კლუბში, არ ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. „ლესტერი“ მეორე სახლი გახდა, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. ძალიან დაცარიელებული ვიქნები ბოლო თამაშის დღეს, მაგრამ ყველაფერი კარგი ერთხელაც სრულდება“, - თქვა ვარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა „ლესტერის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 496 მატჩი ჩაატარა, 198 გოლი გაიტანა და 69 ასისტი მიითვალა. კლუბთან ერთად, ის გახდა ინგლისის ჩემპიონი და ასევე მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დრო უქმდება? | უეფა ცვლილებებზე მსჯელობს
ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დრო უქმდება? | უეფა ცვლილებებზე მსჯელობს