ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ახალი მსურველი გამოუჩნდა | დავითაშვილს თურქული კლუბი აკვირდება

„სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს მსურველი გამოუჩნდა. „მწვანეების“ გარემარბით თურქული კლუბი დაინტერესდა და ზურიკო „ბეშიქთაშის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

თურქული გამოცემების, Aspor-ისა და Takvim-ის ინფორმაციით, „შავ-თეთრები“ დავითაშვილს თვალს აქტიურად ადევნებენ. „ბეშიქთაშის“ მიზანია, დავითაშვილი ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატონ და მას და „სენტ-ეტიენს“ ზაფხულში დაუკავშირდებიან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, „ბეშიქთაშის“ მიზანი ევროტურნირების საგზურის დასაკუთრებაა. „შავ-თეთრები“ სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებენ და მესამეადგილოსან „სამსუნპორს“ ორი ქულით, ხოლო „ეიუფსფორს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

დავითაშვილს რაც შეეხება, მას „სენტ-ეტიენთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი ზურიკოს 10 მილიონ ევროდ აფასებს და ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს