ბუდუ ზივზივაძე, ფრანკ შმიდტი
Aa
Aa

„პროგრესირებს, მაგრამ...“ | ბუდუ შტუტგარტთანაც ვერ ითამაშებს

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ბუდუ ზივზივაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ელის და შმიდტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთ თამაშს გამოტოვებს.

„საერთო ჯამში, ბევრი არაფერი შეცვლილა. ბუდუ ზივზივაძე პროგრესირებს, მაგრამ გუნდს ვერც ამ კვირაში დაეხმარება“, - განაცხადა შმიდტმა.

ზივზივაძემ ტრავმა 29 მარტს, „ვოლსბურგთან“ გამართულ შეხვერაში მიიღო. ქართველ ფეხბურთელს მუხლის პრობლემები აქვს და „ბაიერნთან“, „აინტრახტთან“ და „ლევერკუზენთან“ ვერ ითამაშა. ამ მომენტისთვის, უცნობია, ზივზივაძე როდის დაბრუნდება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის. ბუდუს გუნდი 22 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და მე-17 პოზიციაზე მყოფ „ბოხუმს“ 2 ქულით უსწრებს. სეზონის მე-16 ადგილზე დასრულების შემთხვევაში, „ჰაიდენჰაიმი“ პლეიაუტში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევთან ჩხუბს არ ვაპირებ, მათ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეს“ - ბელალ მუჰამედი
„მახაჩევთან ჩხუბს არ ვაპირებ, მათ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეს“ - ბელალ მუჰამედი