„ორ რაუნდს ვერ გაუძლებს“ | ბელალს სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. ბელალი დარწმუნებულია, რომ „ლეგენდას“ შანსი არ აქვს და თვლის, რომ ისლამს ორ რაუნდსაც ვერ გაუძლებს.
„არის თუ არა თოფურია მახაჩევისთვის ყველაზე რთული მეტოქე მსუბუქ წონით დივიზიონში? არა. ისლამი ილიას მეორე რაუნდში დააფინიშებს. ამ წონით დივიზიონში ბევრი მებრძოლია, რომლებსაც მხოლოდ საჩემპიონო ჩხუბი სურთ და ვფიქრობ, მალე, UFC-ი ყველაფერს დაალაგებს“.
ცნობისთვის, ბელალსა და თოფურიას დაპირისპირება აქვთ. მუჰამედმა ქართველი მებრძოლის საჩემპიონო ამბიციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტიტულისთვის ჩხუბამდე, მან ვინმე უნდა დაამარცხოს. ბელალის აზრით, „ლეგენდამ“ საჩემპიონო დაპირისპირება უნდა დაიმსახუროს.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო საათებში იწერება, რომ ილია UFC 317-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ესპანური პრესის მიხედვით, თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ისლამ მახაჩევს შეხვდება ან ვაკანტური ქამრისთვის, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.