ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის „რეალში“ საკუთარი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, რის გამოც კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა გამოცემა The Athletic-მა გაავრცელა. გავრცელებული ცნობებით, ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ „ბლანკოსის“ ოფისში იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ბუნებრივია აქტიურობენ საუდის არაბეთის კლუბები და ცდილობენ ვინისიუსს ისეთი პირობები შესთავაზონ, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდება. თავად ბრაზილიელიც აცხადებს, რომ ახალი თავგდასავლების ძებნის წინააღმდეგი სულაც არ არის. სუფთა სათამაშო ასპექტების გარდა, საუდელების მომხიბვლელ წინადადებაზე თანხმობის შემთხვევაში, ჟუნიორი 2034 წელს ამ ქვეყანაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ამბასადორის ფუნქციებსაც შეითავსებს, რაც მას ბუნებრივია დამატებით შემოსავლებს მოუტანს.

წლევანდელ ლა ლიგაში ბრაზილიელი ვარსკვლავი შარშანდელივით შედეგიანად ვეღარ გამოიყურება, რაც მას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებს კიდევ უფრო უმცირებს - „რეალის“ მეშვიდე ნომრის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 11 გოლი და 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდამსხმელის გარდა არავინ უნდა“ - საკიმ პერესზე ისაუბრა
„თავდამსხმელის გარდა არავინ უნდა“ - საკიმ პერესზე ისაუბრა