ამხანაგური მატჩი ქუთაისში | საქართველოს ნაკრები კაბო ვერდეს დაუპირისპირდება
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი ქუთაისში | საქართველოს ნაკრები კაბო ვერდეს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. როგორც აქამდე იყო ცნობილი, 5 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება.

გარდა ამისა, ოფიციალურად დადასტურდა, კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდი 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო ვერდეს ნაკრები იქნება.

„ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მოგვიანებით გაგაცნობთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ორივე მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, კაბო ვერდე ფიფას რეიტინგში 72-ე ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში კაბო ვერდე კამერუნს უსწრებს და მუნდიალის საგზურის მოპოვების რეალური პრეტენდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფას რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები
ფიფას რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები