ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე -57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში გასვლა შეძლო.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იუკოთი დაამარცხა და ახლა ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალამდე ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრაში რუს დარია კურბონმამადოვას მოუგო და მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაიე გამოთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები