თემურ ხუბულური
Aa
Aa

თემურ ხუბულური 70 - ლეგენდარული ძიუდოისტის იუბილე

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, თემურ ხუბულურის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან და პარლამენტის სპორტის კომიტეტისგან განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის სპეციალური პრიზები გადაეცა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობის გარდა, ხუბულურს კარიერის მანძილზე სხვა უამრავი პრიზი აქვს მოგებული. 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში ის 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. მოგებული აქვს 1977 წელს ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში, ხოლო 1979 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კარიერის დასრულების შემდეგ, თემურ ხუბულური საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ამჟამად კი ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობს, სადაც დელეგატებმა ორი თვის წინ ერთხმად აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრიგალაშვილი რეკორდებს და მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულს შეუტევს
გრიგალაშვილი რეკორდებს და მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულს შეუტევს