„ერთადერთი ტოპ-მებრძოლი ვარ, ვისთანაც მერაბს ჯერ არ უჩხუბია“ - სენდჰეგენი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის დაგეგმილ ჩხუბზე ისაუბრა.
„UFC-ის აკრიტიკებენ შონ ომალისთვის სატიტულო ჩხუბის მიცემის გამო, მაგრამ სხვა ვინ უნდა დაენიშნათ? უმარმა საჩემპიონო ბრძოლა წააგო, პიოტრ იანს კი როგორც მერაბმა, ისე შონმა მოუგო.
ვფიქრობ, დეივისონ ფიგერედოს წინააღმდეგ ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ სანახაობის უზრუნველყოფა შემიძლია. თუ შთამბეჭდავად მოვიგებ, შეიძლება პრეტენდენტი გავხდე.
ომალი-დვალიშვილის ჩხუბის ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჩემთვის ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნება. თუ ომალი მოიგებს, ყველას დიდი ხანია ჩვენი ჩხუბის ხილვა სურს, ხოლო თუ მერაბი მოიგებს - მე ერთადერთი ტოპ-მებრძოლი ვარ, რომელთანაც მას ჯერ არ უჩხუბია. მხოლოდ ისღა დამრჩენია, შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვო. მზად ვარ, ზაფხულში ომალი-დვალიშვილის ჩხუბიც დავაზღვიო“.
ცნობისთვის, ამჟამად კორი სენდჰეგენი რეიტინგის მე-4 ნომერია, მას მხოლოდ უმარ ნურმაგომედოვი, პიოტრ იანი და შონ ომალი უსწრებენ.
3 მაისს სენდჰეგენი დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდება, ივნისში, UFC 316-ზე კი მერაბ დვალიშვილი შონ ომალისთან ჩხუბში ქამარს მეორედ დაიცავს.