არაბულ კლუბს უარი უთხრა - რუხაძის მიზანი ნაკრებსა (U21) და ევროპაში თამაშია
2024 წლის ზაფხულში გორის „დილას’’ მარცხენა მცველს, ზურაბ რუხაძეს საუდის არაბეთიდან სარფიანი წინადადება ჰქონდა. 21 წლის ფეხბურთელმა ამ ვარიანტზე უარი თქვა, კარიერულ განვითარებას მხოლოდ ევროპაში ხედავს. გარდა ამისა, სანაკრებო თვალსაზრისით ამ ტიპის ტრანსფერი 21-წლამდე ნაკრებში არსებულ კონკურენციასთან ჩამოაშორებდა.
„ოლექსანდრია’’, რომელიც უკრაინის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ამ მომენტისთვის დონეცკის „შახტარს’’ ჯობნის, რუხაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რადგან საწყის ეტაპზე უკრაინულ კლუბს რუხაძის იჯარით დამატება სურდა და არა პირდაპირ შეძენა. „ოლექსანდრიას’’ გარდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ბელგიურმა და შვეიცარიულმა კლუბებმა გამოხატეს.
ძლიერი კონკურენცია გეხმარება და ყოველთვის პროგრესისკენ გიბიძგებს. რუხაძის მიზანი ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრების სიაში მოხვედრაა.
„საბურთალოს’’ აღზრდილმა პროფესიულ დონეზე პირველად 19 წლის ასაკში ლატვიაში, „მეტაში’’ ითამაშა, 2023 წლის სეზონში 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რამაზ სვანაძემ ნაკრებში პირველად ამ სეზონში, „მეტადან’’ გამოიძახა, გიბრალტართან ათამაშა და მისი საგოლე პასით გორდეზიანმა გაიტანა.
ლატვიაში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება მიიღო. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, აქცენტს ფიზიკურ განვითარებაზე აკეთებენ, ძილის ან კვების რეჟიმის დარღვევა ვარჯიშსა თუ თამაშზე უარყოფითად აისახება, გარემო დაეხმარა კვების და ძილის მნიშვნელობის გააზრებაში. ამავე პერიოდში, ვიტამინების მიღება დაიწყო. მოკლედ, აღნიშნული ერთწლიანი პერიოდი მისი განვითარებისთვის სასარგებლო იყო.
თანამედროვე ფეხბურთში, გუნდური ვარჯიშების გარდა, ინდივიდუალურად ფიზმომზადების მწვრთნელთან მუშაობა კარგად დანერგილი პრაქტიკაა. რუხაძე 1 წელია ინდივიდუალურად ფიზმომზადების მწვრთნელთან ვარჯიშობს. თავს უფრო ენერგიულად გრძნობს, დამატებითი ვარჯიშები სისწრაფეში, სისხარტესა და 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურად თამაშში ეხმარება.
2024 წლის იანვრიდან გორის „დილაში’’ თამაშობს. რუი მოტას გუნდში მკაცრი წესები ჰქონდა, არაპუნქტუალობაზე ან ზედმეტ წონაზე ფეხბურთელები ფინანსურად ჯარიმდებოდნენ, მოტა რიკარდუ კოშტამ შეცვალა, წესები უცვლელია. რუხაძე ყოველთვის დისციპლინის ერთგულია და პორტუგალიელებს არასდროს დაუჯარიმებიათ.
გასული წლის შემოდგომაზე გორის „დილაში’’ რუხაძის სათამაშო დრო შემცირდა, რაც ლოგიკურია სანაკრებო კარიერაზეც აისახა, რამაზ სვანაძეს ევროშესარჩევის დასკვნით მატჩებსა და ფლეი-ოფში აღარ გამოუძახებია.
ფეხბურთელი ცდილობდა სათამაშო დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა, საკუთარ თავზე მუშაობდა, მთავარ მწვრთნელ რიკარდუ კოშტას მითითებებს ითვალისწინებდა. ცდილობდა დრო, რომელსაც მიიღებდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა.
ამ სეზონში ვითარება შეიცვალა. დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ პროგრესი მაქვს და ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც მთავარი მწვრთნელი რიკარდუ კოშტა მუდმივად ენდობა. კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სანაკრებო კარიერაზე პოზიტიურად აისახა, გასულ თვეში რამაზ სვანაძემ ნაკრებში დააბრუნა, ამხანაგურ მატჩებში ფინეთთან (14 წუთი) და სერბეთთან (61 წუთი) ათამაშა.
2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში რუხაძემ 7 მატჩი ჩაატარა ( 3 - ევროშესარჩევი, 4 - ამხანაგური).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ზურაბ რუხაძე ძლიერ კონკურენციაშია და მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატამდე რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და პროგრესი სტაბილურად გააგრძელოს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში (ყველა სასტარტოში, 683 წუთი) 1 საგოლე პასი შეასრულა.