ევროპირველობა სამბოში - ოძელაშვილმა და მუკბანიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს
გუშინ, საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგონებში, 72 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილმა ფინალში ნიდერლანდელი მეტოქე დამაჯერებლად, 7:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.
აქამდე, მსგავს შედეგს ოძელაშვილმა 2016 და 2017 წლებშიც მიაღწია. ასევე, 2018 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც შეძლო.
საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი ოქროს მედალი 64 კგ. წონაში ბაჩო მუკბანიანმა მოუტანა, რომელმაც ფინალში დმიტრო იევდოშენკო 7:1 დაამარცხა.
ასევე, ორი ოქროს მედლის გარდა, საქართველოს ნაკრებმა 6 მედლის მოპოვება შეძლო - 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოსი. ვერცხლის მედლები რაულ თუთარაულმა და რაულ ეგნატაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ ნიაზაშვილი, მიშიკო ნოზაძე, გიგა სოფრომაძე და ელენე ქებაძე დაეუფლნენ.