ორლანდოს მეორე მარცხი სერიაში | გოგამ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა
„ორლანდო მეჯიქი“, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ასპარეზობს, NBA-ის პლეიოფის მეორე მატჩში „ბოსტონ სელტიკსს“ ესტუმრა და 100:109 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 7:45 წუთი გაატარა და მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი.
გოგას ყველა მომენტი VS ბოსტონი
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 32 ქულას, 9 მოხსნა და 7 ასისტი მიამატა. ორმაგი დუბლით დატოვა პარკეტი „ბოსტონის“ ლატვიელმა ფორვარდმა, კრისტაპს პორზინგისმა (20 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მისი თანაგუნდელი ჯეილენ ბრაუნი გახდა (36 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი).
ამრიგად, „მეჯიქი“ სერიაში უკვე 0:2 მარცხდება. სერიის მესამე მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.