„სწორედ ეს მაკლდა!“ - სარდალაშვილის კომენტარი ტრიუმფის შემდეგ
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე კრისტალბეთის ამბასადორმა გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა. საბოლოოდ, გოლდენ სქორში ქართველმა იუკოთი (პირველი ილეთი) მოიგო.
ტრიუმფის შემდეგ, სარდალაშვილმა პრესისთვის პირველი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი გუნდის ყველა წევრი უკვე ევროპის ჩემპიონია და მეც სწორედ ეს მაკლდა! ვიცი, ერთდროულად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგება ადვილი არ არის, ამიტომაც ვარ დღეს ასე ბედნიერი.
მწვრთნელის რჩევებს ვუსმენდი, მაგრამ ტრიბუნაზე ჩემი ძმაც იყო და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, როცა გუნდთან ერთად მისი ხმა გავიგე. მომავალ წელს ტიტულის დაცვა უკვე სახლში, თბილისში მომიწევს და მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. საქართველოში ჭიდაობა უყვართ და სწორედ ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას“.
- განაცხადა სარდალაშვილმა.