კრიშტიანუ რონალდუ, ემანუელ პეტი
Aa
Aa

პეტი: ხანდახან რონალდუ სკამზე უნდა დარჩეს, დიდი ეგო აქვს და ძლიერი მწვრთნელი სჭირდება

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი ემანუელ პეტი, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს და მის შეფასებებს ხშირად ვისმენთ. პეტი კრიტიკული და ხისტი მიდგომით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუს მიმართაც ასე იყო.

„რონალდუ ყოველთვის იჩენს ერთნაირ თავდადებას, ერთსა და იმავე სურვილს, მას სურს გამარჯვება, მიუხედავად მისი ასაკისა. მას სურს ისტორიაში შეიტანოს ყოველი სეზონი, ყველა თამაში, რომელსაც თამაშობს. ის იმედგაცრუებული იყო იმით, თუ როგორ ჩაიარა ბოლო სანაკრებო ტურნირმა პორტუგალიასთან ერთად და მსოფლიო ჩემპიონატზე სურს ეს გამოასწოროს.

ყველაზე დიდი პრობლემა რონალდუს პორტუგალიის ნაკრებში შენახვა არ გახლავთ. ის თამაშს გააგრძელებს, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი გაკონტროლებაა. ეყოფა თუ არა მწვრთნელს გამბედაობა, მას აცნობოს, რომ თადარიგში დარჩენა უწევს. ამის თქმას ბევრი ვერ ახერხებს.

არ შეიძლება შეგეშინდეთ, რომ მას სასტარტოში არ აყენებთ. რონალდუს იმის თქმა სჭირდება, რომ ხანდახან სჯობს თამაშში სკამიდან ჩაერთოს. მას არ შეუძლია ყველა შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. და თუ ითამაშებს, ეს გუნდის მენტალიტეტს ზიანს აყენებს.

რონალდუ თავისი ეგოთი, ხანდახან მაინც დათანხმდება სკამზე ჯდომას? არა მგონია ასე მოხდეს. ამიტომ ყველაფერი კარგად გამოვა, თუ მას ძლიერი მწვრთნელი ეყოლება“,

- განუცხადა Sambaslots-ს არსენალის, ბარსელონას, ჩელსისა და ყოფილმა ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ნანტთან - პსჟ-მ უნიკალური რეკორდი დაამყარა
ფრე ნანტთან - პსჟ-მ უნიკალური რეკორდი დაამყარა