რუსი მეტოქე დაამარცხა - გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!
დღეს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. -60 კგ. წონით კატეგორიაში, კრისტალბეთის ამბასადორმა გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო.
ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და ბრძოლა გოლდენ სქორში გადავიდა, სადაც ქართველმა იუკოთი (პირველი ილეთი) მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ სარდალაშვილმა ნახევარფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.