რაფინია დიასი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ-ჰილალი მზადაა, რაფინიაში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ალ-ჰილალი“ რაფინიას გასაფორმებლად მზადაა, სოლიდური ხარჯი გაწიოს და ყველაფერს აკეთებს, რომ „ბარსელონას“ ვინგერი გადაიბიროს. ამის შესახებ Diario Sport-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ, არაბული კლუბის დელეგაციამ ბარსელონა მოინახულა, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელისა და სხვა მოთამაშეების ყიდვის საკითხი განეხილა.

365Scores-ი იუწყება, რომ „ალ-ჰილალმა“ რაფინიას, 200 მილიონი ევროს ღირებულების 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. არაბული კლუბი მზადაა, რომ თავად „ბარსელონას“, ბრაზილიელის ტრანსფერში, 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორები საქმის კურსში არიან და მზად არიან, რაფინია როგორმე შეინარჩუნონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ის მიიღებს.

მიმდინარე სეზონში, რაფინიამ ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 23 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს, კონტრაქტი კი 2027 წლის ივნისამდეა მოქმედი. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ვინისიუსის ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია
Marca: ვინისიუსის ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია