გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

გარიგოსი დამარცხებულია! - სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

დღეიდან, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში სტარტი აიღო ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. -60 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, კრისტალბეთის ამბასადორმა გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალურ ბრძოლაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ფინალში გიორგი სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს მოუგო. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

ნახევარფინალამდე სარდალაშვილმა 1/4 ფინალში სომეხ ანდრეიანს იპონით მოუგო, 1/8 ფინალში კი უნგრელი ანდრასი ვაზარით გამოთიშა ასპარეზობას.

დღესვე, -66 კგ. წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ და ვაჟა მარგველაშვილმაც იასპარეზეს. ნოზაძემ პირველი წრე წარმატებით გაიარა და უკრაინელი ვისკოვი ვაზარით დაამარცხა, მეორე წრეში კი ისრაელის წარმომადგენელ გუტმანთან იპონით დამარცხდა, ვაჟა მარგველაშვილი კი პირველივე შეხვედრაში, გერმანელ სეტცთან გამოეთიშა ასპარეზობას. შესაბამისად, ამ წონაში ქართული დელეგაცია უმედლოდ დარჩა. ასევე, დღესვე ტურნირზე გოგონებში, -48 კგ. წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია წარსდგა, რომელიც პირველივე წრეში რუს მარინა ვორობევასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები