ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: პრემიერ ლიგაში ფული ფუჭად იხარჯება, ყველაზე ეფექტიანი ჩვენი ლიგაა

ლა ლიგის პრეზიდენტის განცხადებით, ესპანეთის ჩემპიონატი, სპორტში ინვესტიციების თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტიანია.

ხავიერ ტებასმა ამის მაგალითებად ინგლისის პრემეირ ლიგა და იტალიის სერია A მოიყვანა.

„პრემიერ ლიგაში ფული ფუჭად იხარჯება. ჩვენ ყველაზე ეფექტიანი ლიგა ვართ, სპორტში ინვესტიციის თვალსაზრისით. იტალია თავის ჩემპიონატში ცოტა ფულს არ ხარჯავს, მაგრამ მათი მოთამაშეები სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ ფასობენ. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ეკონომიკური ეფექტიანობისა და მთლიანობისკენ“, - თქვა ტებასმა.

მისივე თქმით, ესპანური კლუბები ყველაზე მეტ ფულს ჩემპიონატის განვითარებაზე ხარჯავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: ჩვენი დონის გუნდი ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს
ენრიკე: ჩვენი დონის გუნდი ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს