ილია თოფურია
Aa
Aa

განახლებული ინფორმაცია | თოფურია დროებითი ტიტულისთვის არ იჩხუბებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ოქტაგონზე 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) დაბრუნდება. რამდენიმე საათის წინ, „ლეგენდამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჩხუბისთვის მოსამზადებელი კემპი დაწყებული აქვს.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს მიხედვით, რომელიც UFC-ისთან და თოფურიასთან დაახლოებული პირია, ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იასპარეზებს. კოლმენერომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დასძინა, რომ „ლეგენდა“ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის არ იჩხუბებს.

გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ვარიანტი არსებობს: მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ან ქვესაშუალო წონაში გადავა, რათა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას გამარჯვებულს ეჩხუბოს, რაც მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბს ვიხილავთ. ან მახაჩევი დარჩება და „ლეგენდას“ დაუპირისპირდება.

Marca-ს ცნობით, UFC-ი ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებს. ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ დრიკუს დუ პლესის ტრავმის შემდეგ, UFC-ის ღონისძიების გადარჩენა დასჭირდა. ალეშანდრე პანტოჟასა და კაი კარა ფრანსის საჩემპიონო ორთაბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა. UFC-ის ბლოკბასტერი სჭირდებოდა... ილია სწორედ ეს ბლოკბასტერია

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია