ცარუკიანი: ჰუკერთან ჩხუბი მარტივი ფულია
UFC-ის სომეხმა მებრძოლი, არმან ცარუკიანი არ არის აღფრთოვანებული იმ იდეით, რომ დენ ჰუკერთან ჩხუბი შეიძლება გამართოს.
მისი თქმით, ახალ ზელანდიელ მებრძოლთან ჩხუბი მისთვის მარტივი ფულია.
„მე მასთან უბრალოდ ვითამაშებდი. ამ ჩხუბს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი მიზეზი არა ჰონორარები, არამედ ჩემპიონის ტიტულია. თუ მე მას ვცემ, ხალხი იტყვის, რომ მე ვიღაც ბიჭი დავამარცხე TOP-10-დან“, - თქვა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერია. მას მიმდინარე წლის იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ შეცვალა.
ცარუკიანს MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხი აქვს - ბოლოს მან მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.