კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები ისტორიაში | Sportico-ს რეიტინგი

Sportico-მ 50 სპორტსმენი დაასახელა, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი არიან ისტორიაში.

რეიტინგის ლიდერი ამერიკელი კალათბურთელი, „ჩიკაგოს“ ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი. NBA-ს 6-გზის ჩემპიონის საერთო შემოსავალმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სიაში მეორე ადგილს ამერიკელი გოლფის მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი იკავებს (1,91 მილიარდი$), ხოლო მესამე ადგილზე პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ (1,83 მილიარდი$) მოხვდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეულში მოხვდნენ ასევე: ლებრონ ჯეიმსი, ლიონელ მესი, არნოლდ პალმერი, ჯეკ ნიკლაუსი, დევიდ ბექჰემი, როჯერ ფედერერი და ფლოიდ მეივეზერი.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ შემოსავლებში გათვალისწინებულია ხელფასი, ბონუსები, საპრიზო თანხები, სასპონსორო შემოსავლები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ჰონორარები საჯარო გამოსვლებისთვის, წილები კომპანიებიდან, მარკეტინგული უფლებები და ა.შ.

სრული სია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ვინისიუსის ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია
Marca: ვინისიუსის ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია