დონჩიჩის ბრწყინვალე თამაში | ლეიკერსმა მინესოტასთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. საკუთარ კედლებში წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, „ლეიკერსმა“ ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ლოს ანჯელესელებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 34:15 მოიგეს. „მინესოტამ“ თამაშში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, „ლეიკერსმა“ 94:85 იმარჯვა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა - 31 ქულა, 12 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა. ოსტინ რივზმა 16 ქულა დააგროვა. „მინესოტას“ რიგებში საუკეთესო ჯულიუს რენდლი იყო - 27 ქულა. ენტონი ედვარდსმა 25 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, ლოს ანჯელესში გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია მინესოტაში გადაინაცვლებს. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.