დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ტაირიზ ჰალიბერტონი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

ლილარდი პარკეტს დაუბრუნდა | მილუოკიმ ინდიანასთან მეორე თამაშიც წააგო

„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი, დემიენ ლილარდი პარკეტს დაუბრუნდა. რამდენიმე კვირის წინ, „დეიმ დოლას“ ღრმა ვენის თრომბოზი დაუდგინდა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესმა კარგად ჩაიარა და „მილუოკის“ გამთამაშებელმა პარკეტზე გასვლის უფლება მიიღო.

ლილარდმა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი მატჩი „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარა. „ბაქსი“ და „პეისერსი“ პლეიოფის პირველ რაუნდში ერთმანეთს ხვდებიან და „ინდიანას“ საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს, რაც მეორე შეხვედრაშიც გამოიყენა და 123:115 იმარჯვა.

„დეიმ დოლას“ კარგი დაბრუნება ნამდვილად არ გამოუვიდა. ლილარდმა 37 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მხოლოდ 14 ქულა იყო. ფენომენალურად იასპარეზა იანის ანტეტოკუნმპომ - 34 ქულა, 18 მოხსნა, 7 პასი. ბობი პორტისმა 28 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. „ინდიანას“ რიგებში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო - 24 ქულა, 11 მოხსნა. ტაირიზ ჰალიბერტონმა 21 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ენდრიუ ნიმბჰარდმა 17 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „ინდიანა“ სერიაში 2:0-ს იგებს და მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრის რანგში გამართავს. „მილუოკისა“ და „პეისერსის“ მესამე თამაში 26 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია