ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მოსამზადებელი კემპი დაწყებულია“ | როდის იჩხუბებს ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მომდევნო ჩხუბისთვის მოსამზადებელი კემპი დაიწყო. „ლეგენდამ“ ამის შესახებ თავად განაცხადა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტით გვაუწყა, რომ ოქტაგონზე ბრუნდება.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, რომელიც UFC-ისთან და თოფურიასთან დაახლოებული პირია, ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს. თოფურია ორთაბრძოლას საერთაშორისო ჩხუბის კვირას, 28 ივნისს გამართავს და UFC 317-ის მთავარ მოვლენაში მიიღებს მონაწილეობას.

კოლმენეროს ინფორმაცია Marca-მაც დაადასტურა. ესპანურმა გამოცემამ დასძინა, რომ „ლეგენდას“ მეტოქე ისლამ მახაჩევი ან ჩარლზ ოლივეირა იქნება. „დრიკუს დუ პლესის ტრავმის შემდეგ, UFC-ის ღონისძიების გადარჩენა დასჭირდა. ალეშანდრე პანტოჟასა და კაი კარა ფრანსის საჩემპიონო ორთაბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა. UFC-ის ბლოკბასტერი სჭირდებოდა... ილია სწორედ ეს ბლოკბასტერია“, - წერს Marca.

ესპანური გამოცემის მიხედვით, UFC-ი ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებს. თოფურია თავადაც ამბობდა, რომ ოლივეირასთვის ან მახაჩევისთვის ემზადებოდა და სატიტულო ჩხუბს მიიღებდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სონენი: ილიასა და ისლამის ზომები არ განსხვავდება
სონენი: ილიასა და ისლამის ზომები არ განსხვავდება