ნანტი, ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ფრე ნანტთან - პსჟ-მ უნიკალური რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ნანტს ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ქულების დაკარგვის მიუხედავად, პსჟ-მ უნიკალური რეკორდი დაამყარა.

პარი სენ ჟერმენი შიდა ტურნირზე ზედიზედ 39 გასვლითი მატჩია არ აგებს, რაც ტოპ 5 ლიგის ისტორიაში რეკორდია.

როგორც ყოველთვის, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 71 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ ბევრს აქტიურობდა და მარცხენა ფლანგზე შეტევებს ამწვავებდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

პირველ ნახევარში, კვარა საგოლე პასთან ახლოს იყო, თუმცა მისი იდეალური გადაცემა ჟოაუ ნევეშმა ვერ გამოიყენა და ბურთი პირდაპირ მეკარეს მოარტყა. ცნობისთვის, პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია და ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გადატანილი, სადაც ნახევარფინალში არსენალს დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტი VS ნანტი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თქვენმა მხარდაჭერამ რთული გზა გაგვიადვილა | გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა
თქვენმა მხარდაჭერამ რთული გზა გაგვიადვილა | გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა