ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: ჩვენი დონის გუნდი ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში პსჟ-მ ქულები დაკარგა. „ნანტი’’ - პსჟ-ს მატჩი 1:1 დასრულდა. ანგარიში 33-ე წუთზე ვიტინიამ გახსნა. 83-ე წუთზე დუგლას აუგუსტომ გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე DAZN-ს ესაუბრა, ესპანელი სპეციალისტი გაშვებული გოლით უკმაყოფილო იყო.

ლუის ენრიკე: „ნანტის’’ გოლისას დიდი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ფეხბურთი შეცდომებით სავსეა. ჩვენი დონის გუნდი შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. განვითარება და კიდევ უფრო უკეთ თამაში შეგვიძლია.

ჩვენ ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ ერთმა მომენტმა ანგარიში შეცვალა.

წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ამ შეხვედრებისთვის უნდა მოვემზადოთ. მე არ ვგულისხმობ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომლის შეხვედრები რეალურად შემდეგ სეზონში იმართება’’.

ლიგა 1-ში პსჟ გასვლით მატჩებში ზედიზედ 39 მატჩია არ დამარცხებულა, რაც ტოპ 5 ლიგის რეკორდია. პსჟ-მ „მილანის'' რეკორდი 1 მატჩით გააუმჯობესა.

ენრიკე: „მნიშვნელოვანია ამ რეკორდზე საუბარი. თავდაპირველად ეს ჩვენი მიზანი არ იყო, თუმცა ეს რეკორდი აჩვენებს, რომ გუნდი ვითარდება და პროგრესირებს''.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს სასტარტოში ითამაშა, 71-ე წუთზე შეცვალეს.

პსჟ-მ 30 მატჩიდან 24 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, დაუმარცხებელია, ლუის ენრიკეს გუნდის აქტივში 78 ქულაა. გუნდმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 7 ტური ადრე გაინაღდა, როცა ქართველი შემტევის ბრწყინვალე პასით დუემ „ანჟეს’’ გამარჯვების გოლი გაუტანა.

ლიგა 1-ის შემდეგ ტურში, 25 აპრილს პსჟ „ნიცას’’ მიიღებს. ამის შემდეგ პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლონდონის „არსენალს'' ესტუმრება (29 აპრილი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ღამურების 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია | ვალენსია მარცხისგან გერამ იხსნა
ღამურების 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია | ვალენსია მარცხისგან გერამ იხსნა