“UEFA-ს რატომ არ უჩივის?“ - ტებასმა ფლიკს უპასუხა
ჰანსი ფლიკმა მალიორკასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლა ლიგა ესპანურ გუნდებს ხელს არ უწყობს და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩების წინ, თამაშების თარიღს არ ცვლის.
გერმანელი სპეციალისტის მთავარი სათქმელი იმას ეხებოდა, რომ ბარსელონაც და რეალიც დასვენებას ვერ ასწრებენ.
ამ ყველაფერს კი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა უპასუხა, რომლის სიტყვებსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტებასი:
„ჰანსი ფლიკი მატჩების განრიგზე და ვადებზე ჩივის? ჩვენ ვმართავთ შეჯიბრებას და არა ერთი ან ორი კლუბის ინტერესებს. მაინტერესებს, რატომ არასდროს უჩივის ფლიკი უეფას?“
შეგახსენებთ, რომ მოკლე პერიოდში ბარსელონას მნიშვნელოვანი მატჩები ელის. 26 აპრილს ბლაუგრანა კოპა დელ რეის ფინალში რეალს შეხვდება. 30-ში ინტერს უმასპინძლებს, ხოლო 3 მაისს ვალიადოლიდს ესტუმრება. 6 აპრილს ინტერთან სტუმრად ითამაშებს, ხოლო 11 მაისს რეალს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.