გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ღამურების 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია | ვალენსია მარცხისგან გერამ იხსნა

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსია’’ „მესტალიაზე’’ „ესპანიოლთან’’ 0:1-ს აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში ხავი გერამ თამაში გადაარჩინა.

ლა ლიგაში „ვალენსიას’’ დაუმარცხებელი სერია 8-მატჩიანია.

ტრადიციულად, „ღამურების“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მე-40 წუთზე ხავი პუადომ „ვალენსიას’’ გაუტანა, მამარდაშვილმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. სტანდარტულის შესრულებისას ბურთმა მიმართულება შეიცვალა, მოგერიება შეიძლებოდა, თუმცა ასეთ მომენტში მეკარის მხრიდან დროული რეაქციის შესრულება საკმაოდ რთულია. მატჩის შემდეგ ვალენსიურმა გამოცემა Plazadeportiva-მ დაწერა, რომ მამარდაშვილს გოლის ეპიზოდში უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

53-ე წუთზე „ესპანიოლის’’ ფორვარდი რობერტო ფერნანდესი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, ქართველმა მეკარემ ზუსტად იმოქმედა, პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთი ხელით მოიგერია. ოთხ წუთში ხავი გერამ ანგარიში გაათანაბრა.

 

24 წლის მეკარემ, რომელიც „ლივერპულის’’ საკუთრებაა და „მესტალიაზე’’ ერთწლიანი იჯარითაა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29-დან 7 მატჩში გოლი არ გაუშვა.

ლა ლიგაში „ვალენსია’’ 39 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს, თუმცა მე-18 ადგილზე მყოფ „ალავესს’’ მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა | იეგოიანის აღიარება და საინტერესო სტატისტიკა
სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა | იეგოიანის აღიარება და საინტერესო სტატისტიკა