5-თვიანი პაუზის შემდეგ - კარვახალმა ვარჯიში განაახლა
მადრიდის რეალის ბანაკში განსაკუთრებით სასიამოვნო ამბავია. სოციალურ ქსელში სამეფო კლუბის დღევანდელი ვარჯიშის ფოტოები გავრცელდა, რომელშიც გულშემატკივრებმა დანი კარვახალი იხილეს.
ესპანელი მარჯვენა მცველი 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება კარვახალი ოფიციალურ მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მარჯვენა მცველმა ჯვარედინი იოგები 2024 წლის 6 ოქტომბერს გაიწყვიტა, რის გამოც დღემდე 150-ზე მეტი დღე და 53 მატჩი გამოტოვა.
რაც შეეხება რეალს, მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს კარვახალი ძალიან აკლდა. მის ნაცვლად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითადად ლუკას ვასკესი გვევლინება, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში აღნიშნულ პოზიციას ფედე ვალვერდე იკავებს.
სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არსენალთან უშანსოდ დამარცხდა. რეალს წინ კოპა დელ რეის ფინალი ელის და ასევე ლა ლიგის ტიტულისთვის იბრძვის. ანჩელოტის გუნდი ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება.