ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
როგორც მოგეხსენებათ, 23 აპრილს ძიუდოში, ქალაქ პოდგორიცაში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.
დღეს ცნობილი გახდა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები.
Crystalbet-ის ამბასადორი გიორგი სარდალაშვილი მეორე წრეში უნგრელ მარტონ ანდრასისა და ბულგარელ ივან სიმეონოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეში გერმანელ მარტინ სეტცდს შეხვდება. რაც შეეხება თემურ ნოზაძეს ,ის უკრაინელ ნაზარ ვისკოვს დაუპირისპირდება.
ლაშა შავდათუაშვილის სავარაუდო მეტოქე ან ჩეხეთის სახელით მოასპარეზე ჩუსნიდინ კარიმოვი იქნება ან კვიპროსელი კიპრიანოს ანდრეუსი. ტატო გრიგალაშვილი პოლონელი პაველ დრზიმალის და უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვის შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
ლუკა მაისურაძის პირველი მეტოქე მიჰაილ ლატიშევი იქნება. გიორგი ჯაბნიაშვილი კი არტურ კანვეტსის დამარცხებას შეეცდება.
ილია სულამანიძე ალექსანდარ კუკლოისა და ნიკოლა პავლოვსკის შორის გამარჯვებულს დაელოდება. გურამ თუშიშვილი კი ბელგიელ ივ ნდაოსა და თურქ ერგინს შორის საუკეთესოს.
რაც შეეხებათ ქალ ძიუდოისტებს, ეთერ ლიპარტელიანი მარტა გარსიას და დარია კურბონმამადოვას გამარჯვებულს შეხვდება. ჯულიეტა როდონაია მარინა ვორობიოვასთან გაარკვევს უკეთესის ვინაობას.
ნინო ლოლაძის მეტოქე ბულგარელი სენჟანა გრამატიკოვა იქნება. ეთერ ასკილაშვილი გეკე ვან დენ ბერგს დაუპირისპირდება, მარიამ ჭანტურაია კი ალექსანდრა კოვალევსკას. რაც შეეხება სოფიო სომხიშვილს, მისი პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ნიგარ სულემანოვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 15 ძიუდოისტით გაემგზავრა.
ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე.
-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
-90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა მაისურაძე.
-100 კგ. - ილია სულამანიძე.
+100 კგ. - გურამ თუშიშვილი.
გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
-48 კგ. - ჯულიეტა როდონაია.
-57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
-63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
-70 კგ. - მარიამ ჭანტურია.
+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.