გოლები ლიგის პლეი-ოფში | კვარას და ნეიმარის ერთნაირი შედეგი
ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა PSG COMMUNITY საოცარ ინფორმაციას გვთავაზობს. ეს სტატისტიკა ალბათ ძალიან ბევრს გამორჩა.
საქმე პსჟ-ს შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილ გოლებს ეხება. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელიას და ნეიმარს აბსოლუტურად იდენტური სტატისტიკა აქვთ.
ქართველ ფეხბურთელს თავის კარიერაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2 გოლი აქვს გატანილი, რომელიც ორივე მიმდინარე სეზონში გაიტანა. პირველი ბრესტის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ასტონ ვილასთან მატჩში.
ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ ჟერმენის რიგებში 6 სეზონი გაატარა და პლეი-ოფში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა. მეტი კონკრეტიკისთვის, ეს სტატისტიკა იგულისხმება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არა ჯგუფურ ეტაპზე.
ასევე განვმეორდებით, აღნიშნული სტატისტიკა პარი სენ ჟერმენში თამაშის დროს არის მოყვანილი და არა ბარსელონას პერიოდში. ცნობისთვის, ნეიმარმა ორი გოლი დორტმუნდის წინააღმდეგ გაიტანა.
ჯვაროსნების შემტევს, 2 გოლის გასატანად 6 მატჩი დასჭირდა, ხოლო ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს კი 13. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნეიმარს ხშირ შემთხვევაში ტრავმები აწუხებდა.
❗️???????? Khvicha Kvaratskhelia a marqué AUTANT DE BUTS en 4 MATCHS que Neymar en SIX SAISONS dans des matchs à élimination direct en LDC. ????????
— PSG COMMUNITY (@psgcommunity_) April 15, 2025
(LP) pic.twitter.com/GMSWBc0Z9f