სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა | იეგოიანის აღიარება და საინტერესო სტატისტიკა
ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ირაკლი იეგოიანი მოხვდა. „ვიტესმა’’ შინ „როდას’’ 3:0 მოუგო, 21 წლის ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა, ანგარიში გახსნა, ცაციათი ეფექტური გოლი შეაგდო, მეორე ტაიმში თავით გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა.
ნიდერლანდების ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა (Keuken Kampioen Divisie) იეგოიანი სიმბოლურ გუნდში ამ სეზონში მეოთხედ შეიყვანა.
ჩემპიონატის 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ნიდერლანდების თასზე „ვაილვაიკთან’’ ითამაშა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის ანგარიშზე 14 საგოლე მოქმედებაა.
ირაკლის სიმაღლე 1,68 მეტრია და შესაძლოა თავით თამაში მისი საუკეთესო თვისება არაა, თუმცა 9-დან 3 გოლი თავით შეაგდო. ასევე, მემარჯვენემ 9-დან სამი გოლი ცაციათი გაიტანა, 3 - მარჯვენათი. მიმდინარე სეზონში თავით და მარცხენა ფეხით თამაშის გარდა დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივაც მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
ირაკლი იეგოიანი „აიაქსისა’’ და „ტვენტეს’’ აღზრდილია. 2024 წლის ზაფხულში კარიერა არნემის „ვიტესს’’ დაუკავშირა. პროფესიულ დონეზე სადებიუტო სეზონს ატარებს და მისი სტატისტიკა ამ მხრივაც საინტერესოა.
მარტში ნიდერლანდურმა Gelderlander-მა დაწერა, რომ ერედივიზიეს კლუბებმა ირაკლი იეგოიანია მოინიშნეს, სკაუტები ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან. აღნიშნული გამოცემა ირაკლის აღმოჩენას უწოდებს.
CrystalSport-ი უახლოეს პერიოდში „ვიტესის'' კაპიტანთან, ალექსანდერ ბიუტნერთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, „მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილი ფეხბურთელი იეგოიანის პროგრესზე ვრცლად და დეტალურად საუბრობს. ფოტოზე ირაკლი ბიუტნერთან ერთადაა.
ირაკლი იეგოიანის გოლები „როდასთან''