არსენალი, პსჟ, ბუკაიო საკა
Aa
Aa

“ჩვენ მათ შეტყობინება გავუგზავნეთ“ - საკა პსჟ-სთან მატჩზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არსენალმა მადრიდის რეალი დაამარცხა და ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ბუკაიო საკამ ბრიტანულ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

საკა:

„ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. დავამარცხეთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, როგორც სახლში, ასევე სტუმრად. ამით ჩვენ პსჟ-ს შეტყობინება გავუგზავნეთ. გამარჯვების უდიდესი ამბიცია გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ არსენალმა რეალი საკუთარ კედლებში 3:0 დაამარცხა, ხოლო სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე 2:1 მოუგო.

რაც შეეხება საკას, ის ორივე მატჩში გამორჩეული იყო. მეორე დაპირისპირებაში პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ანგარიში სწორედ მან გახსნა. არსენალისა და პსჟ-ს პირველი დაპირისპირება ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუდრიკის დოპინგის საქმე | უკრაინელი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
მუდრიკის დოპინგის საქმე | უკრაინელი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს