კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ბრაზილია ანჩელოტის იმავე ხელფასს სთავაზობს, რაც რეალში აქვს | Relovo

კარლო ანჩელოტი შესაძლოა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ Relovo წერს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იტალიელი სპეციალისტის გაფორმებით კვლავინდებურად დაინტერესებულია. მოლაპარაკებები უახლოეს 10 დღეში შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „პაპა კარლოს“ იმავე ოდენობის ხელფასს სთავაზობენ, რამდენსაც ის მადრიდის „რეალში“ იღებს.

თუ ანჩელოტი პირობებს დათანხმდება, ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი შეიძლება გახდეს, თუ ყველაზე არა. კონტრაქტი 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გაფორმდება.

ბრაზილიელები სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ. კერძოდ, ჟორჟე ჟესუშს, თუმცა ფავორიტს კარლო წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - ნანტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში
პსჟ - ნანტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში