მიულერი სერია ა-ში? პირველი კონტაქტი შედგა
ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ვეტერანი შემტევი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს და ბაიერნიდან სწორედ ამის შემდეგ წავა.
სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება ტომასის შესაძლო მომავალი კლუბები. დღეს კი გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელის გადაბირების ყველაზე დიდ ინტერესს ფიორენტინა იჩენს, რომელსაც ბაიერნიდან ვეტერანი ფეხბურთელების წაყვანის გამოცდილება უკვე აქვს.
კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა და საკმაოდ დადებითი საუბარიც გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში ფიორენტინამ ბაიერნიდან მარიო გომესი და ფრენკ რიბერი წამოიყვანა.