მუდრიკის დოპინგის საქმე | უკრაინელი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს
ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი, რომლის დოპინგ ტესტმაც გასული წლის დეკემბერში დადებითი შედეგი აჩვენა, სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. ამის შესახებ GiveMeSport-ს დონეცკის „შახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი პალკინმა განუცხადა.
„მუდრიკს მას შემდეგ არაერთხელ ვესაუბრე და მას არ ესმის, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს.
ამის გამო მისმა ადვოკატებმა სიცრუის დეტექტორზე შემოწმება მოუწყვეს, რომელიც მან წარმატებით გაიარა. ეს გაამყარებს ვერსიას, რომ მიხაილოს განზრახ არაფერი ჩაუდენია.
ჯერჯერობით უცნობია მეორე ანალიზის შედეგები, მუდრიკმა ნათლად აღნიშნა, რომ ტესტის დადებითი შედეგი მისი ბრალი არაა. ახლა ის უნდა გაირკვეს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი - ადვოკატები სწორედ ამაზე მუშაობენ“.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს მუდრიკმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 28 ნოემბერს ითამაშა. დეკემბრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ წესები განზრახ არ დაურღვევია. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას ძროხის ღეროვანი უჯრედების ინიექცია გაუკეთეს, რომლებიც შესაძლოა აკრძალულ ნივთიერებას, მელდონიუმს შეიცავდა.