ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

სოსისების ქარხანა და სუპერმარკეტი | რა ბედი ეწია მოკრივეს, რომელმაც მეივეზერს მოუგო

ფლოიდ მეივეზერი კარიერაში არასდროს დამარცხებულა. პროფესიონალურ დონეზე, „მანიმ“ 50 ორთაბრძოლა გამართა და ყველაში იმარჯვა, რასაც სამოყვარულო კარიერაზე ვერ ვიტყვით. სამოყვარულო დონეზე ფლოიდმა 92-ჯერ იჩხუბა და 8-ჯერ წააგო.

„მანის“ ბოლო წაგება 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით თარიღდება. აშშ-ში გამართულ ოლიმპიადაზე, 19 წლის მეივეზერს ბულგარელმა მოკრივემ, სერაფიმ ტოდოროვმა მოუგო. საბოლოოდ, მეივეზერი ბრინჯაოს დასჯერდა, ტოდოროვი კი ფინალში სომლუკ კამსინგთან დამარცხდა.

ოლიმპიადის დროს, ტოდოროვი ფლოიდზე 8 წლით უფროსი იყო და პროფესიონალურ დონეზეც გადავიდა, მაგრამ 2003-ში კარიერა დაასრულა. 2015 წელს, მან დაბრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და The New York Times-მა მის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

მეივეზერის დამარცხების შემდეგ, ტოდოროვი ჯერ მძღოლად მუშაობდა, შემდეგ სუპერმარკეტში, ასისტენტის პოზიცია ჰქონდა და სოსისების ქარხანაშიც უმუშავია. ეს მაშინ, როდესაც „მანიმ“ კარიერაში მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

„არ ვიცი, კრივის მწვრთნელი რატომ არ გახდა. როდესაც ვიჩხუბეთ, ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მას საუკეთესოს გარდა არაფერს ვუსურვებ“, - განაცხადა მეივეზერმა ტოდოროვზე საუბრისას.

ცნობისთვის, ბულგარელ მებრძოლს პროფესიონალურ დონეზე 7 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 6 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ვარსკვლავია!“ | კონორ მაკგრეგორმა დვალიშვილი შეაქო
„მერაბი ვარსკვლავია!“ | კონორ მაკგრეგორმა დვალიშვილი შეაქო