რობერტ ლევანდოვსკი, მოიზე კინი
Aa
Aa

ლევანდოვსკის სავარაუდო შემცვლელი | ბარსელონა კინით დაინტერესდა

„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძებნას განაგრძობს და ამჯერად მის რადარებზე „ფიორენტინას“ თავდამსხმელი, მოიზე კინი მოხვდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა 36 წლის პოლონელი ცენტრფორვარდის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ 25 წლის იტალიელს განიხილავს.

ცენტრფორვარდის დამატების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა იმ ფაქტმა, რომ ლევანდოვსკის ტრავმის ფონზე კატალონიური გრანდი ნომინალური „ცხრიანის“ გარეშე დარჩა, რის გამოც პოლონელის არყოფნაში მას ფერან ტორესი ან დანი ოლმო ჩაანაცვლებენ.

ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში მოიზე კინმა 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბომბარდირთა დავაში მას მხოლოდ „ატალანტას“ ფორვარდი მატეო რეტეგი უსწრებს (23 გოლი).

აქვე გეტყვით, რომ კინი „იებს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, მანამდე კი „ვერონაში“, „იუვენტუსში“, „ევერტონსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ უთამაშია.

Transfermarkt-ი მოიზე კინს 40 მილიონ ევროდ აფასებს, „ფიორენტინასთან“ მისი კონტრაქტი კი 2029 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემა ბარსელონაში - ლევანდოვსკიმ შესაძლოა 3 კვირა ვერ ითამაშოს
პრობლემა ბარსელონაში - ლევანდოვსკიმ შესაძლოა 3 კვირა ვერ ითამაშოს