ანჩელოტი რეალში თავის მომავალზე: ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელ სპეციალისტს მადრიდის „რეალში“ მის მომავალზე კითხეს.
ჩემპიონთა ლიგიდან სამეფო გუნდის გავარდნის შემდეგ მედიაში აქტიურად იწერება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა „პაპა კარლოს“ დაითხოვს.
„ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. გაგაკვირვებთ კი რამე, რაც ფეხბურთში ხდება? მე მომწონს ეს სამუშაო და მინდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ არ დავრჩები, მე უბრალოდ ყველას მადლობას გადავუხდი. სულ ესაა“, - თქვა „პაპა კარლომ“.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.
კარლოს ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.
65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.